საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულ ელჩთან, დევიდ ემტესტამთან.
შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას.
მხარეებმა იმსჯელეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ნდობის აღდგენასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.
ამ კონტექსტში, აღინიშნა საერთაშორისო ფორმატებისა და დიალოგის არხების ეფექტიანად გამოყენების მნიშვნელობა.
მინისტრის მოადგილემ ახლადდანიშნულ ელჩს წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.