Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილი კალიფორნიის ვიცე-გუბერნატორს, ელენი კუნალაკისს შეხვდა

2026 წლის 4 ივნისს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სან-ფრანცისკოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა კალიფორნიის გუბერნატორის მოადგილესთან, ელენი კუნალაკისთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს კალიფორნიის შტატში საქართველოს წარმომადგენლობასთან დაკავშირებული საკითხები და საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ჰაბის დაფუძნების საკითხი.

საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროგრესს, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობას, სტრატეგიულ მდებარეობასა და პოტენციალს. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების კონტექსტში სან-ფრანცისკოში საქართველოს წარმომადგენლობის მუშაობაზე და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში არსებული პოტენციალის სათანადოდ გამოყენების მნიშვნელობაზე. 

მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე და დაადასტურეს  ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზაობა.

დანართები

    მსგავსი სიახლეები