Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტს ტანია ფაიონს შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის 78- სესიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, ᲘᲚᲘᲐ ᲓᲐᲠᲩᲘᲐᲨᲕᲘᲚᲘ ᲡᲚᲝᲕᲔᲜᲘᲘᲡ ᲠᲔᲡᲞᲣᲑᲚᲘᲙᲘᲡ ᲕᲘᲪᲔ-ᲞᲠᲔᲛᲘᲔᲠᲡ, ᲡᲐᲒᲐᲠᲔᲝ ᲡᲐᲥᲛᲔᲗᲐ ᲛᲘᲜᲘᲡᲢᲠᲡ ᲢᲐᲜᲘᲐ ᲤᲐᲘᲝᲜᲡ ᲨᲔᲮᲕᲓᲐ

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს. 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. ხაზი გაესვა სლოვენიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლის და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიმართ. 

მინისტრმა სლოვენიელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯების და განხორციელებული რეფორმების შესახებ, ასევე გააცნო ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა. 

განხილული იქნა რეგიონში შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემო და აღნიშნულის  გათვალისწინებით, ყურადღება გამახვილდა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე.

მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს ქვეყანებს  შორის  ორმხრივი მიმართულებით თანამშრომლობის მზარდი პოტენციალი და ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები