Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი პორტუგალიელ კოლეგას შეხვდა

2023 წლის 20 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი პორტუგალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟოაო გომეშ კრავინიოს შეხვდა.
 
მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოსა და პორტუგალიის თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე. ილია დარჩიაშვილმა ჟოაო გომეშ კრავინიოს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ხაზგასმით აღნიშნა ლუზოფონურ ქვეყნებში, არაღიარების პოლიტიკის განხორციელების კუთხით, პორტუგალიის პოზიციის კრიტიკული მნიშვნელობა.
 
ილია დარჩიაშვილმა პორტუგალიელ კოლეგასთან განიხილა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით მიღწეულ პროგრესზე. ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ პორტუგალია მხარს დაუჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
 
საუბარი შეეხო ნატოს ვილნიუსის სამიტს და მის დასკვნით დოკუმენტში საქართველოს მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკურ, ასევე პრაქტიკულ განზომილებაში.

მინისტრებმა დეტალურად განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას და პროცესებში პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობას.
 
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და პორტუგალიას შორის პოლიტიკური კონსულტაციების რაუნდების გააქტიურების შესახებ, ასევე მიმოიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობა ეკონომიკის, კულტურისა და განათლების მიმართულებით. აღინიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველოს და პორტუგალიას შორის გაიზარდა სავაჭრო და ბიზნეს კავშირები.
 
ხაზი გაესვა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით ოპერირებს კამოეშის ცენტრი, რომელმაც ქართველ სტუდენტებში დიდად გაზარდა ინტერესი პორტუგალიური ენისა და კულტურის მიმართ. ასევე საუბარი შეეხო ლისაბონის გრასას ტაძარში ქეთევან დედოფლის ფრესკის რეაბილიტაციის წარმატებულ პროექტს.
 
მხარეებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებასა და კიდევ უფრო გააქტიურებასთან დაკავშირებით.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები