Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში იღებს მონაწილეობას  

17-18 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს მიუნხენის უსაფრთხოების რიგით მე-60 კონფერენციაში.  კონფერენციის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ასევე ორმხრივ  შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან.  

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია წარმოადგენს გლობალური  უსაფრთხოების  საკითხებზე დებატების მსხვილ საერთაშორისო ფორუმს.

კონფერენციის მიზანია უსაფრთხოების საკითხებზე  მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევების განხილვა.  მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობენ  სახელმწიფოს მეთაურები, საგარეო საქმეთა,  თავდაცვის  მინისტრები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების,  აკადემიური წრეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები