საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ და არიან უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული პროგრამის ან სამაგისტრო/სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები ან კურსდამთავრებულები.
კონკურსში გამარჯვებულები სტაჟირების გავლას შეძლებენ შემდეგ დიპლომატიურ მისიებში:
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 8 ნოემბერი.
ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა 2027 წლიდან დაიწყება. ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.