Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ და არიან უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული პროგრამის ან სამაგისტრო/სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები ან კურსდამთავრებულები.

კონკურსში გამარჯვებულები სტაჟირების გავლას შეძლებენ  შემდეგ დიპლომატიურ მისიებში:

  • საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში
https://belgium.mfa.gov.ge/.../205177-saqartvelos-saelcho...
  • საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში
https://spain.mfa.gov.ge/.../479785-saqartvelos-saelcho...
  • საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 
https://germany.mfa.gov.ge/.../579247-premier-ministris...
  • საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში 
https://france.mfa.gov.ge/.../014357-saphrangetis...
  • საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში 
https://italy.mfa.gov.ge/.../027047-stazhirebis...
  • საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში 
https://greece.mfa.gov.ge/.../703462-premier-ministris...
  • საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში
https://czech.mfa.gov.ge/.../501078-stazhirebis...
  • საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში 
https://uk.mfa.gov.ge/.../564936-premier-ministris-mier...
  • საქართველოს საელჩო დანიის სამეფოში
https://denmark.mfa.gov.ge/.../542976-premier-ministris...
  • საქართველოს საელჩო შვედეთის სამეფოში
https://sweden.mfa.gov.ge/.../583573-anazghaurebadi...
  • საქართველოს საელჩო ნორვეგიის სამეფოში
https://norway.mfa.gov.ge/.../195350-sazghvargaret...
  • საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში
https://netherlands.mfa.gov.ge/.../796352-niderlandebis...
  • საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში
https://egypt.mfa.gov.ge/.../898656-premier-ministris...
  • საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში
https://qatar.mfa.gov.ge/.../737422-premier-ministris...
  • საქართველოს საელჩო ქუვეითის სახელმწიფოში
https://kuwait.mfa.gov.ge/.../871469-premier-ministris...
  • საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში
https://uae.mfa.gov.ge/.../264404-saqartvelos-saelcho...
  • საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში
https://jordan.mfa.gov.ge/.../766109-saqartvelos-saelcho...
  • საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში
https://usa.mfa.gov.ge/.../492401-sazghvargaret...
  • საქართველოს საელჩო კანადაში
https://canada.mfa.gov.ge/.../482197-premier-ministris...
  • საქართველოს საელჩო წმინდა საყდართან
https://vatican.mfa.gov.ge/.../020153-premier-ministris...
  • საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში
https://china.mfa.gov.ge/.../065116-premier-ministris...
  • ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა
https://geneva.mfa.gov.ge/.../738351-premier-ministris...
  • გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა
https://un.mfa.gov.ge/.../347502-premier-ministris-mier...
 
სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დოკუმენტაციის წარდგენა შეუძლიათ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 8 ნოემბერი.

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა 2027 წლიდან დაიწყება. ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

დანართები

    მსგავსი სიახლეები