დაიბადა 1975 წლის 27 მარტს, საქართველოში, ქალაქ თბილისში.
2018 წლიდან დღემდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა.
2015-2018 წლებში იკავებდა საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას, ხოლო 2014-2015 წლებში იყო იმავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
2011-2014 წლებში მუშაობდა საქართველოს საელჩოში დიდ ბრიტანეთში და საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში უფროს მრჩეველად, სადაც ასევე ასრულებდა საქართველოს ალტერნატიული წარმომადგენლის ფუნქციას IMO-ში.
2010-2011 წლებში იყო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი.
2009-2010 წლებში მუშაობდა ევროინტეგრაციის დეპარტამენტში, სადაც ეკავა ევროკავშირის პოლიტიკის ანალიზისა და პროგრამების კოორდინაციის სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2006-2009 წლებში მუშაობდა საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტში - მრჩეველის, სამმართველოს უფროსისა და დირექტორის მოადგილის თანამდებობებზე.
2004-2006 წლებში იყო საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის მრჩეველი.
2000-2004 წლებში მუშაობდა მრჩეველად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციების სამმართველოში.
1997-2000 წლებში მუშაობდა ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციების სამმართველოში უფროს სპეციალისტად და სამმართველოს უფროსად.
1996 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მიენიჭა საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ტექნიკური ექსპერტის კვალიფიკაცია.
2008 წელს დაამთავრა საქართველოს საბაჟო აკადემია ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით.
2017 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.