Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

გიორგი ზურაბაშვილი

ბიოგრაფია

დაიბადა 1967 წლის 19 მაისს, საქართველოში, ქალაქ თბილისში.

პროფესიული გამოცდილება

2025 წლის 1 ივლისიდან იკავებს  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოზიციას.

2024 წლის 3 დეკემბრიდან 2025 წლის 1 ივლისამდე იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილ.

2024 წელს ხელმძღვანელობდა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტს.

2019-2024 წლებში იყო ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

2014-2019 წლებში კი მას ირლანდიაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიცია ეკავა.

2013-2014 წლებში იყო დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორი.

2012-2013 წლებში ხელმძღვანელობდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდს „საქართველო“, როგორც აღმასრულებელი დირექტორი.

2005-2012 წლებში გიორგი ზურაბაშვილი საქართველოს მთავრობის კანცელარიის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი იყო.

2002-2003 წლებში ასრულებდა სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსის მოვალეობას.

1996-2002 წლებში გახლდათ სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე.

1992-1993 წლებში იყო სახელმწიფო მეთაურის კაბინეტთან არსებული საერთაშორისო ჰუმანიტარული კომისიის წევრი.

განათლება

1989 წელს გიორგი ზურაბაშვილმა დაამთავრა თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, სპეციალობით ინგლისური და ესპანური ენები.

არის ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი და ფლობს ბაკალავრის ხარისხს ენათმეცნიერებაში.

2021 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.