საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში
25 ივლისს დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ ჯანჯალიას ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში.
საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 5 ივნისს.
საქართველოს საელჩო ბულგარეთის რესპუბლიკაში
საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო
ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო
25 ივლისს დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ ჯანჯალიას ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში.
26 ივლისს ბულგარეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ ჯანჯალიამ შეხვედრა გამართა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის მრჩეველთან, დრაგომირ ზაკოვთან.
2023 წლის 26 ივლისს, ქ. სოფიაში საქართველოსა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, ხოლო ბულგარეთის მხრიდან პოლიტიკურ კონსულტაციებს უძღვებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ტიჰომირ სტოიჩევი.
შეხვედრის ფარგლებში ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა სოფიას მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიმართ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო და ბულგარეთი იზიარებენ საერთო ევროპულ ღირებულებებს და საქართველოს უნდა ჰქონდეს ბულგარეთის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი ამ გზაზე.