ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე ბერძენმა კოლეგამ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ საბერძნეთის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა
შეხვედრაზე ილია დარჩიაშვილმა და ნიკოს დენდიასმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს და ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული მეგობრული კავშირები, რამაც ასახვა ჰპოვა არა მხოლოდ ამ ქვეყნების პოლიტიკურ და დიპლომატიურ ურთიერთობებზე, არამედ კულტურაზე, ხალხთაშორის კავშირებსა და იმ ისტორიულ ფასეულობებზე, რომლებიც დღესაც განსაზღვრავს საქართველოს ცივილიზაციურ არჩევანს - გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.