Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საბერძნეთის რესპუბლიკა

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან ბერიძე

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სალონიკში

საკონსულო განყოფილება

საკონსულოში მოქალაქეთა მიღება წარმოებს 09.00 - 13.00 სს. (შაბათ/კვირისა და უქმე/დასვენების დღეების გარდა) წინასწარი ჩაწერის გზით. ვიზიტის დასანიშნად ეწვიეთ მითითებულ ვებ-გვერდს - geoconsul.gov.ge. საკონსულო საკითხებზე კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ საკონსულოს დაუკავშირდეთ ყოველდღე: 13.00–17.00 საათებში (შაბათ/კვირისა და უქმე/დასვენების დღეების გარდა) შემდეგ ნომერზე: (+30) 2107489180. გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევებისთვის, საკონსულოში 24-საათიან რეჟიმში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი: (+30) 6952220000.

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 20 აპრილს.

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები

საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის წარმატებით ხორციელდება თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, მრავალმხრივ ფორმატში. საბერძნეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.

საქართველოს და საბერძნეთის პარლამენტებში ფუნქციონირებს პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფები.

აქტუალურია თანამშრომლობა კულტურის სფეროში. ხშირია ერთობლივი კულტურული ღონისძიებები, რომელშიც აქტიურად არიან ჩართული ქართული დიასპორული ორგანიზაციებიც. აღსანიშნავია პროექტი „არგონავტების ლაშქრობა“, რომელსაც 2008 წელს ჩაეყარა საფუძველი. 2009 წელს, საბერძნეთის ქალაქ ვოლოსიდან ბათუმში ჩამოვიდა არგონავტების გემის ზუსტი ასლი.

ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა განათლების სფეროში. 2016 წლიდან ათენის 50-ე საჯარო სკოლაში სპეციალურად შემუშავებული ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა ამოქმედდა. ქართული მხარე პროექტის განხორციელებისთვის უზრუნველყოფს ფინანსურ და ლოგისტიკურ მხარდაჭერას. დღის წესრიგში დგას ქართული ენის საპილოტე პროგრამის ამოქმედების საკითხი საბერძნეთის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის, პირველ რიგში, თესალონიკის საჯარო სკოლებში.

ნიშანდობლივია, რომ მსოფლიოში წარმოდგენილი ქართული დიასპორა საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სიდიდით მესამეა.

სასარგებლო ბმულები

საბერძნეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში

საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო

საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი

საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტი

საბერძნეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი

დოკუმენტები

    დაკავშირებული სიახლეები

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს კატერინა საკელაროპოულოსს შეხვდა

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს კატერინა საკელაროპოულოსს შეხვდა

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საბერძნეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან კატერინა საკელაროპულუსთან. მინისტრმა ბერძნულ მხარეს მადლობა გადაუხადა გულთბილი მიღებისთვის და ხაზი გაუსვა მსგავსი ტიპის მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას ორი ქვეყნის ისტორიული მეგობრობის კიდევ უფრო განსამტკიცებლად.

    ილია დარჩიაშვილმა საბერძნეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა საბერძნეთში არსებული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან

    ილია დარჩიაშვილმა საბერძნეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა საბერძნეთში არსებული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან

    მინისტრმა მადლობა გადაუხადა დიასპორის წარმომადგენლებს დღევანდელი შეხვედრისთვის და ინფორმაცია მიაწოდა როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების, ასევე ქვეყნის განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ.

    ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე ბერძენმა კოლეგამ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ საბერძნეთის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა

    ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე ბერძენმა კოლეგამ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ საბერძნეთის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა

    შეხვედრაზე ილია დარჩიაშვილმა და ნიკოს დენდიასმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს და ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული მეგობრული კავშირები, რამაც ასახვა ჰპოვა არა მხოლოდ ამ ქვეყნების პოლიტიკურ და დიპლომატიურ ურთიერთობებზე, არამედ კულტურაზე, ხალხთაშორის კავშირებსა და იმ ისტორიულ ფასეულობებზე, რომლებიც დღესაც განსაზღვრავს საქართველოს ცივილიზაციურ არჩევანს - გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.