2023 წლის 18-19 ივლისს ქ. ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მე-8 სხდომა გაიმართა
2023 წლის 18-19 ივლისს, ქ. ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის რიგით მე-8 სხდომა გაიმართა. სხდომას, როტაციის პრინციპის შესაბამისად, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის (EEAS) რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი ლუკ დევინი გაუძღვა, ხოლო საქართველოს მხრიდან სხდომას თანა-თავმჯდომარეობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია. ასოცირების კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღეს ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებისა და პარლამენტის წარმომადგენლებმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, პირად მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, ასევე ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის წარმომადგენლებმა.