2023 წლის 5 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან, მელინე არაკელიანთან, რომელიც ახლახან შეუდგა დიპლომატიურ საქმიანობას.
2023 წლის 18-19 ივლისს, ქ. ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის რიგით მე-8 სხდომა გაიმართა. სხდომას, როტაციის პრინციპის შესაბამისად, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის (EEAS) რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი ლუკ დევინი გაუძღვა, ხოლო საქართველოს მხრიდან სხდომას თანა-თავმჯდომარეობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია. ასოცირების კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღეს ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებისა და პარლამენტის წარმომადგენლებმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, პირად მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, ასევე ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის წარმომადგენლებმა.
2023 წლის 25 აგვისტოს, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ახლადდანიშნულ ელჩთან, მელინე არაკელიანთან.