Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

1993 წლის 4 მარტს საქართველოს პარლამენტმა მოითხოვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სპეციალური სტუმრის სტატუსი, რომელიც მიენიჭა 1996 წლის 28 მაისს.

1996-1999 წლებში საქართველო დამკვირვებლის სტატუსით იღებს მონაწილეობას საორგანიზაციო კომიტეტების შემადგენლობაში, ევროპის საბჭოს თანამშრომლობისა და დახმარების სამთავრობათშორისო პროგრამებში. თანამშრომლობა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა: სამართალი, დამნაშავეობის პრობლემები, ადამიანის უფლებები, მასმედია.

1996 წლის 14 ივლისს საქართველო ითხოვს ევროპის საბჭოში გაწევრიანებას.

1997 წლის ივნისში საქართველოს ეწვია გამოჩენილ იურისტთა დელეგაცია, რათა შეემოწმებინა, თუ რამდენად შეესაბამება საქართველოს სამართლებრივი სისტება პლურალისტური დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა დასამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს.

1997 წლის სექტემბერში სტრასბურგში გაიხსნა ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა.

1998 წლის 27 ნოემბერს ქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის სხდომა, რომელმაც განიხილა საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებული მოხსენება.

1999 წლის 27 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 209-ე რეზოლუციის საფუძველზე რეკომენდაცია მისცა მინისტრთა კომიტეტს, მიეწვია საქართველო ევროპის საბჭოს სრულუფლებიან წევრად.

1999 წლის 23-24 მარტს გამართულ 665-ე სხდომაზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა აღიარა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შეუქცევადი ხასიათი და მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპის საბჭოს 41-ე წევრად მიწვევის თაობაზე.

ვროპის საბჭოში საქართველო გაწევრიანდა 1999 წლის 27 აპრილს ევროპის საბჭოს წესდების რატიფიცირების სიგელის დეპონირებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმოწერის შემდეგ.

საქართველოს დღეისათვის ხელმოწერილი და რატიფიცირებული აქვს 69 კონვენცია, ხელმოწერილი, მაგრამ არარატიფიცირებული-15.

გაწევრიანების თარიღი: საქართველო გახდა ევროპის საბჭოს წევრი რიგით 41 ქვეყანა 1999 წლის 27 აპრილს

დოკუმენტები