საქართველოს ახლადდანიშნულმა ელჩმა ვატიკანში, ბატონმა დავით მექვაბიშვილმა, რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა მთავარეპისკოპოს ედგარ პენია პარას.
🇬🇪🇻🇦30 მაისს, საქართველოს ახლადდანიშნულმა ელჩმა ვატიკანში, ბატონმა დავით მექვაბიშვილმა, რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ზოგად საკითხებში, მთავარეპისკოპოს ედგარ პენია პარას. 📜 სიგელების გადაცემის შემდეგ გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რომლის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ურთიერთობები და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.