ილია დარჩიაშვილი ბრაზილიის ელჩს შეხვდა
2023 წლის 2 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი შეხვდა საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ოსვალდო ბიატო ჯუნიორს. შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო პერსპექტივებს. ხაზი გაესვა პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებისა და საერთო ინტერესის სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას.