დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს შორის დამყარდა 1994 წლის 6 აპრილს.
საქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს შორის თანამშრომლობა ვითარდება როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. აღსანიშნავია, რომ 2004 წლიდან იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ფუნქციონირებს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომელიც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული კავშირების განმტკიცებას.
საქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საგარეო უწყებებს შორის არსებობს ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების პრაქტიკა. ამასთან, ბოლო წლებში განხორციელდა არაერთი სხვადასხვა დონის, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტი როგორც იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ისე საქართველოში.
საქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო თანამშრომლობენ პარლამენტთაშორის დონეზე. უკანასკნელი წლების განმავლობაში ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ასევე ვითარდება ეკონომიკის, კულტურის, განათლების და ტურიზმის სფეროებში.
იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სამეფო კარი
იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობა
იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საგარეო საქმეთა და ექსპატრიატთა სამინისტრო