დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ლიბანის რესპუბლიკას შორის დამყარდა 1993 წლის 1 აპრილს.
საქართველოსა და ლიბანის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა ვითარდება როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. 2004 წელს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში გახსნილი საქართველოს საელჩო ახორციელებს ლიბანის რესპუბლიკის დიპლომატიურ გადაფარვას.
საქართველოსა და ლიბანის რესპუბლიკის საგარეო უწყებებს შორის არსებობს ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების პრაქტიკა. უკანასკნელი წლების განმავლობაში ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ასევე ვითარდება ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებში.
ლიბანის რესპუბლიკის პრეზიდენტი
ლიბანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ემიგრანტთა სამინისტრო