2026 წლის 10 აგვისტოს, საქართველოში დანიის სამეფოს ახლადდანიშნულმა ელჩმა, კამილა ლუკ რასმუსენმა, რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს.
ასლების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და დანიას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა.
დანიის სამეფოს დანიშნულმა ელჩმა დაადასტურა მზადყოფნა, საკუთარი წვლილი შეიტანოს ქართულ-დანიური ურთიერთობების შემდგომ განვითარებასა და ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირების განმტკიცებაში.
ზურაბ დარჩიაშვილმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა საქართველოში საქმიანობაში.