Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალი ელჩი ჰყავს

ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ლევან დიასამიძე დაინიშნა.

ლევან დიასამიძეს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ  საქართველოს დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს.  იგი 2022  წლიდან დღემდე იკავებდა მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას.
 
2019-2022 წლებში იყო ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსული; სხვადასხვა დროს, ლევან დიასამიძე გახლდათ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.
 
სხვადასხვა დროს ლევან დიასამიძე იკავებდა მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციას საგარეო უწყებაში, ასევე, იყო სამხედრო–პოლიტიკური დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე. ლევან დიასამიძეს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები