2025 წლის 3 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მალიკ მურზალინს შეხვდა.
შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობებს, ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო-ლოგისტიკური, განათლების, ტურიზმის და სპორტის მიმართულებით. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების საკითხს.