ვიეტნამის ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოში (რეზიდენციით ქ. ასტანა) ნუენ თან ლემ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები, ასევე, ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში.
ზურა დარჩიაშვილმა ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.