Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ახალი ელჩი ჰყავს

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ალექსანდრე კარტოზია დაინიშნა.

ალექსანდრე კარტოზიას საჯარო სტრუქტურებში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს.  სხვადასხვა დროს ის მუშაობდა განათლების მინისტრად, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად.

ალექსანდრე კარტოზია იკავებდა წამყვან აკადემიურ თანამდებობებს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში;  ასევე მუშაობდა მკვლევარად და უძვებოდა სალექციო და სასემინარო კურსებს ბერლინის, ფრანკფურტის, ბრემენის წამყვან უნივერსიტეტებში.

 ალექსანდრე კარტოზიამ, როგორც მეცნიერმა და მთარგმნელმა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გერმანულ-ქართული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში.

2022 წელს ის  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო ორდენით - დამსახურების ჯვრი დაჯილდოვდა.

დანართები

    მსგავსი სიახლეები