საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, გაეროს მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში, შეხვდა ანდორის სამთავროს საგარეო საქმეთა მინისტრს, იმა ტორ ფაუსს.
მხარეებმა მიმოიხილეს სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის დინამიკა და გაღრმავების პოტენციალი. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სექტორულ თანამშრომლობას ტურიზმის, გარემოს დაცვის, ინოვაციების, კულტურის და განათლების სფეროებში და ისაუბრეს ამ კუთხით კარგი პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებზე.
მინისტრებმა დააფიქსირეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის სურვილი.