2024 წლის აპრილიდან ძალაში შევიდა შეთანხმება საქართველოსა და პერუს რესპუბლიკას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის ტურისტული ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოსა და პერუს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ ორდინალურ პასპორტებს, უფლება აქვთ, ვიზის გარეშე შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ, დატოვონ და იმყოფებოდნენ მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 90 დღისა ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში.
აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებს, რომელთაც განზრახული აქვთ მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე 90 დღეზე მეტი ვადით დარჩენა, მოეთხოვებათ წინასწარ მიიღონ შესაბამისი ვიზა.