Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საგარეო საქმეთა სამინისტროში  საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავი აღინიშნა

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავი აღინიშნა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი, ჭოუ ციენი მიესალმნენ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავს და ორმხრივი ურთიერთობების უფრო მაღალ ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე გაზრდას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის, სი ძინპინის წერილების ურთიერთგაცვლის გზით მოხდა.

ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა მიულოცეს ერთმანეთს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავი და მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება, აიყვანონ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე.

წერილებში აღნიშნულია, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის განმტკიცებული მეგობრობა, სტაბილური პარტნიორობა და სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა. ხაზგასმულია საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობების, სამომავლოდ, დინამიკურად განვითარების მნიშვნელობა ორივე ქვეყნისა და ხალხების კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით.

დანართები

    მსგავსი სიახლეები