Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ლაშა დარსალია საქართველოში დომინიკელთა რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

2026 წლის 26 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფ, დომინიკელთა რესპუბლიკის ელჩთან (რეზიდენციით ქ. ანკარა), ელვის ანტონიო ალამ ლორასთან. 
 
შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და დომინიკელთა რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და მიმოიხილეს პარტნიორობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები.
 
საუბარი შეეხო ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს, მათ შორის, პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების მიზნით არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების აუცილებლობას.
 
ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებულ თანამშრომლობაზე; მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა დომინიკელთა რესპუბლიკის ელჩს საქართველოსათვის მნიშვნელოვანი რეზოლუციების  მხარდაჭერისათვის.

 

დანართები

    მსგავსი სიახლეები