Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან

2025 წლის 29 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან.

შეხვედრის ფარგლებში, განხილული იქნა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გააქტიურებაზე.

მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიური დინამიკა და ხაზი გაუსვეს საერთაშორისო ფორმატებში საქმიანობის კოორდინაციის აუცილებლობას.

დანართები

    მსგავსი სიახლეები