საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, ალექსანდრე ვინიკოვთან.
მხარეებმა განიხილეს NATO-საქართველოს დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები.
ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ალიანსთან პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ამ კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არსებული ინტეგრაციული მექანიზმების სრულფასოვანი და ეფექტიანი გამოყენების საჭიროებაზე.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონული უსაფრთხოების გარემოს და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს.
ალექსანდრე ვინნიკოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატო-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.