2026 წლის 3 სექტემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოში, ნორვეგიის მეფის ჰარალდ V-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოს მთავრობის სახელით ღრმა მწუხარება გამოთქვა ნორვეგიის მეფის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და მიუსამძიმრა ნორვეგიელ ხალხსა და სამეფო ოჯახს.