Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი საქართველოში ხორვატიის ელჩს, ბრანკო ზებიჩს შეხვდა

2026 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ხორვატიის ელჩთან (რეზიდენციით ქ. ბაქო), ბრანკო ზებიჩთან.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ხორვატიის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები. საუბარი შეეხო ევროკავშირთან თანამშრომლობას და მხარეებს შორის დიალოგის აღდგენის მნიშვნელობას.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს როლზე შუა დერეფნის განვითარებაში და გაიცვალა მოსაზრებები რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე.

ხაზი გაესვა შეხვედრების აქტიური დინამიკისა და რეგულარული პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას.

დანართები

    მსგავსი სიახლეები