საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში შრი-ლანკას დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის ელჩთან, ნილუკა კადურუგამუვასთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და შრი-ლანკას შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში.
საუბარი ასევე შეეხო მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის საკითხს და სავაჭრო-ეკონომიკური, განათლების, ტურიზმის, კულტურის მიმართულებებით ურთიერთობების გაფართოების გზებს.
დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაგრძელებაზე.