Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს საქართველოში საბერძნეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

2026 წლის 1 ოქტომბერს, საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, სოტირია თეოჰარიდიმ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს.

სიგელების ასლების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და საბერძნეთს შორის, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე. 

ზურაბ დარჩიაშვილმა სოტირია თეოჰარიდის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

დანართები

    მსგავსი სიახლეები