Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

თბილისში,  საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების სამმხრივი შეხვედრა მიმდინარეობს

2025 წლის 17 აპრილს, თბილისში მიმდინარეობს საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთის სამმხრივი შეხვედრა, სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე. 

შეხვედრა გახსნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა სამხრეთ კავკასიის სტრატეგიულ როლზე, რეგიონის პოტენციალსა და თანამშრომლობის ფორმატებზე: „ის, რაც გვაერთიანებს და რამაც დღეს ამ მაგიდის გარშემო შეგვკრიბა, არის საქართველოს გულწრფელი სურვილი ხელი შეუწყოს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებასა და საერთო ინტერესების განსაზღვრას. სამხრეთ კავკასია სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე რეგიონია - უზარმაზარი პოტენციალით, რომლის რეალიზებაც ერთობლივად შეგვიძლია. რეგიონის შესახებ ჩვენი ხედვების გაზიარება და სამმხრივი თანამშრომლობის  შესაძლებლობების შესწავლა ძალიან დროულია და, ამავე დროს, უკიდურესად აუცილებელიც“- აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

სამმხრივი შეხვედრა დახურულ ფორმატში  იმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის,  ლაშა დარსალიას,  აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ელნურ მამმადოვის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვაჰან კოსტანიანის და დელეგაციების წევრების მონაწილეობით. 

შეხვედრის ძირითადი მიზანია სამი ქვეყნის საერთო ინტერესების და მოსაზრებების გაზიარება იმ მიმართულებების შესახებ, რაც  ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთსასარგებლო, პრაქტიკული, სამმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას,  რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობის და მდგრადი განვითარებისათვის. 

საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის სამმხრივი შეხვედრა არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა რომელიმე უკვე არსებულ ფორმატს, არამედ წარმოადგენს სამი მეზობელი ქვეყნის დამატებით ძალისხმევას კონსტრუქციული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ჩამოსაყალიბებლად.

შეხვედრას წინ უძღოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის კონსულტაციები აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან, რა დროსაც მოხდა სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა  სამინისტროებს შორის  სამმხრივი შეხვედრის  ინიცირება.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები