Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველო-საუდის არაბეთის საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში,  პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის პირველი სხდომა  გაიმართა 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილისა და საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, საუდ ბინ მოჰამედ ალ-სატის თანათავმჯდომარეობით,  საქართველო-საუდის არაბეთის საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, გაიმართა  პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის პირველი სხდომა (დისტანციურ ფორმატში).

სხდომაზე განხილულ იქნა საქართველოს-საუდის არაბეთის ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები. საუბარი შეეხო პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, ინიციატივებს და მათი იმპლემენტაციის გზებს.


მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონებში მიმდინარე მოვლენებზე.

დანართები

    მსგავსი სიახლეები