Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბელგიელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბელგიელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

2023 წლის 6 ივლისს, საგარეო საქმეთა მინისტრის  მოადგილე  თეიმურაზ ჯანჯალია ბელგიის სამეფოს ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. მინისტრის მოადგილემ ბელგიელ ხალხს ეროვნული დღე  მიულოცა და საქართველო-ბელგიის  მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა. თეიმურაზ ჯანჯალიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ბელგიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ქართული მხარე ძალიან აფასებს ბელგიის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის,  ისევე როგორც  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ბელგიის სამეფოს კონტრიბუციის მიმართ, რაც არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. 

თეიმურაზ ჯანჯალიამ ხაზი გაუსვა საქართველოს და ბელგიის სამეფოს მრავალწლიან მეგობრობასა და პარტნიორობას,  როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში და აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება, როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებებით.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების დინამიკაზე. ამ კონტექსტში, მან ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ -მინისტრის ვიზიტს ბრიუსელში, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა საერთაშორისო ფესტივალის, „ევროპალიისა“ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი  მიძღვნილი ღონისძიებები.
თეიმურაზ ჯანჯალიამ აღნიშნა, რომ წელს „ევროპალიის“ ფარგლებში,  ბელგიაში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება,  რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს  მრავალსაუკუნოვან ქართულ კულტურას და ისტორიას, რომელიც ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია. ამასთან, აღინიშნა, რომ  ფესტივალი იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი იმპულსი  ორი ქვეყნის ურთიერთობებში.
 
მინისტრის მოადგილემ ისაუბრა  საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხზე და აღნიშნა, რომ ამ გზაზე საქართველოს აქვს ბელგიის მხარდაჭერის იმედი. 
„ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამ, მიენიჭებინა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა,  შექმნა უპრეცედენტო მომენტი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. საქართველო გახდა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი, რაც  იყო მრავალი თაობის ოცნება. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ,  რომ ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებთან. ეს არის გრძელი, მაგრამ შედეგზე ორიენტირებული გზა. საქართველო მზადაა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ მიაღწიოს მიზანს და გახდეს ევროკავშირის წევრი. სწორედ ეს რწმენა გვაძლევს იმის სტიმულს, რომ შევასრულოთ ვალდებულებები და წლის ბოლოს დაველოდოთ ისტორიულ გადაწყვეტილებას- საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და ამ კუთხით გვაქვს ბელგიის მტკიცე მხარდაჭერის იმედი.“
მინისტრის მოადგილემ ასევე გაუსვა ხაზი საქართველოს მხრიდან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და  კოლექტიური თავდაცვის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს და  აღნიშნა, რომ  მოახლოებული ვილნიუსის სამიტი იქნება კარგი შესაძლებლობა საქართველოს ნატოსთან კიდევ უფრო დაახლოების კუთხით.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები