Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

2026 წლის 5 ივნისს, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჭოუ ციენთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების დადებითი დინამიკა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების დამატებითი შესაძლებლობები. ყურადღება გაამახვილეს მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობაზე. 

შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსა და გამოწვევებს.

დანართები

    მსგავსი სიახლეები