Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ნატოსთან საქართველოს ახალი წარმომადგენელი ეყოლება

ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა. 
 
ირაკლი ბერაია სხვადასხვა დროს იკავებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის და  საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის პოზიციებს.
 
 
წლების განმავლობაში ირაკლი ბერია იყო საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. 
ასევე გახლდათ საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში.
 

სხვადასხვა პერიოდში ირაკლი ბერაია  ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორის თანამდებობებზე მუშაობდა.

დანართები

    მსგავსი სიახლეები