Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს შეხვდა

2026 წლის 4 მარტს, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომის გამართვის მნიშვნელობაზე.

განხილულ იქნა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები. ამ კონტექსტში, მხარეებმა აღნიშნეს, რომ რეგიონული სტაბილურობა, უსაფრთხოება და მდგრადი განვითარება საერთო ინტერესს წარმოადგენს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სომეხ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მზაობა, აქტიური წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში.

დანართები

    მსგავსი სიახლეები