2026 წლის 26 აგვისტოს, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, ბარბარა ფოსმა, რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს.
ასლების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელობას და დაადასტურეს მათი გაღრმავების მზაობა.
ზურაბ დარჩიაშვილმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.