Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა

2025 წლის 21 ივლისს, ქ. თბილისში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, მინისტრების მოადგილეების დონეზე, პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას და ორმხრივი თანამშრომლობის ინტენსიურ დღის წესრიგს. 

მხარეებმა იმსჯელეს საქართველო-აზერბაიჯანს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების და ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და საბაჟო საკითხებზე ორ ქვეყანას შორის აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას. კმაყოფილებით აღინიშნა როგორც მაღალი დონის, ისე დარგობრივ უწყებათა ვიზიტების ურთიერთგაცვლის დადებითი დინამიკა. აგრეთვე განიხილეს ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, განათლების და სხვა სფეროებში თანამშრომლობის  დღის წესრიგი.

პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში ისაუბრეს  სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და არსებულ გამოწვევებზე,  რა დროსაც კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. 

მხარეები მიესალმნენ  მიმდინარე წლის 17 აპრილს, საქართველოში გამართულ საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთის სამმხრივ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით არსებობს დიდი პოტენციალი ურთიერთსასარგებლო ინიციატივებისა და რეგიონული პროექტების განსახორციელებლად. 
 
მხარეებმა კვლავ დაადასტურეს ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა და ერთგულება.

ყურადღება გამახვილდა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ერთობლივი სტრატეგიული პროექტების განხორციელების და რეგიონის სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობაზე. განხილულ იქნა „შუა დერეფნისა“ და დაკავშირებადობის მნიშვნელობა, ასევე, მწვანე ენერგიის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები.

საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. 
 
მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებისა და ორი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების ხელშეწყობისათვის.

კონსულტაციების მიმდინარეობისას ქართულ მხარეს ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ხოლო აზერბაიჯანის დელეგაციას - აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე  სამირ შარიფოვი. 

დანართები

    მსგავსი სიახლეები