Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოში პარაგვაის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა  დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა

2026 წლის 21 მაისს, საქართველოში პარაგვაის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, სირილო გილირმო სოსა ფლორესმა (რეზიდენციით ქ. ანკარა) რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და პარაგვაის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებსა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს.

ქართულმა მხარემ წარმატებები უსურვა პარაგვაის რესპუბლიკის ელჩს მომავალ საქმიანობაში.

 

დანართები

    მსგავსი სიახლეები