Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს შეხვდა

2026 წლის 7 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელთან და პრეზიდენტთან, სიმეონ ცომოკოსთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ფორუმის მნიშვნელობა და მისი როლი პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური საკითხების შესახებ საერთაშორისო დიალოგისა და მაღალი დონის დისკუსიების ხელშეწყობის მიმართულებით. აღინიშნა საქართველოს აქტიური მონაწილეობა ფორუმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებს. აღინიშნა ქვეყნის ეკონომიკური, სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალი და საქართველოს როლი რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერების თვალსაზრისით.

დანართები

    მსგავსი სიახლეები