Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა

ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი.

კმაყოფილებით აღინიშნა როგორც მაღალი დონის, ისე, დარგობრივ უწყებათა ვიზიტების ურთიერთგაცვლის დადებითი დინამიკა.

ყურადღება გამახვილდა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ერთობლივი სტრატეგიული პროექტების განხორციელების და რეგიონის სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობაზე. აქცენტი გაკეთდა „შუა დერეფნისა“ და დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებს.

მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების ხელშეწყობისათვის მზადყოფნა.

დანართები

    მსგავსი სიახლეები