2026 წლის 22 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს, ტაი ჩუნიონგს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა და თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები.
ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობაზე.
საუბარი შეეხო სექტორული მიმართულებებით კავშირების გაღრმავებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებს.