Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

გიორგი ზურაბაშვილმა  შეხვედრა გამართა უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, კრისტიან მესაროშთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, კრისტიან მესაროშთან.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. აღინიშნა  მაღალი დონის დიალოგის გაღრმავების და  თანამშრომლობის არსებული ფორმატების გამოყენების მნიშვნელობა.

ყურადღება გამახვილდა საქართველო-უნგრეთის თანამშრომლობაზე დაკავშირებადობის მიმართულებით და ხაზი გაესვა მწვანე ენერგეტიკული დერეფნის განვითარების საკითხს.

განხილული იქნა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები. კრისტიან მესაროშმა დაადასტურა უნგრეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

დანართები

    მსგავსი სიახლეები