Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველთან

2024 წლის 14 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველთან კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონოსთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ-ის სრტატეგიული პარტნიორობის მიმდინარე დღის წესრიგი და იმსჯელეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე.

ხაზი გაესვა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

მხარეები მიესალმნენ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებას.

ამასთან, ყურადღება გამახვილდა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე.
საუბარი შეეხო საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შექმნილ რთულ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ მდგომარეობას. 

ამერიკულმა მხარემ  გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ. ამ კონტექსტში განხილულ იქნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა.

ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა ლუის ბონოს იმ მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, იჩენს საქართველოს მიმართ.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები