Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში

25 ივლისს დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ ჯანჯალიას ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში.

ვიზიტის პირველ დღეს, მინისტრის მოადგილემ შეხვედრა გამართა ბულგარეთის პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანთან, რუსი ივანოვთან. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე. აღინიშნა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება პოლიტიკური დიალოგის შემდგომ გაღრმავებაზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. ბულგარეთის მხარემ მხარდაჭერა დააფიქსირა აღნიშნული საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელების საქმეში. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მინისტრის მოადგილის შეხვედრები ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მრჩეველთან; ბულგარეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებში და წამყვანი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან. 26 ივლისს გაიმართება ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, მინისტრების მოადგილეების დონეზე

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები