Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

2026 წლის 15 მაისს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ქ. კიშინეუში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

მაკა ბოჭორიშვილი მინისტრთა კომიტეტის სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

მინისტერიალის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე შეხვედრა მოლდოვის რესპუბლიკის თავმჯდომარეობით იმართება. მინისტერიალის დასრულების შემდგომ, მოლდოვის რესპუბლიკა მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას გადასცემს მონაკოს, რომელიც კომიტეტს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

დანართები

    მსგავსი სიახლეები